უნდა გაეწერათ თუ არა კლინიკიდან ლექსო ლაშქარავა – “ნიუ ჰოსპიტალსის” დირექტორის განმარტება

ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა მასზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, დაზიანებებით კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსში” იყო მოთავსებული, საიდანაც 8 ივლისს გაწერეს, დღეს დილით კი ის გარდაცვლილი იპოვეს.

კლინიკის ხელმძღვანელი, გიორგი რამიშვილი აცხადებს, რომ ოპერატორი კლინიკიდან სტანდარტის მიხედვით გაეწერა.

“ვეხმაურებით სამწუხარო ინფორმაციას. პაციენტი ჩვენთან მკურნალობდა 5-დან 8 რიცხვამდე. 8 რიცხვში გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. ჩაუტარდა ყველა საჭირო ჩარევა და მანიპულაცია. ამ წუთას შემთხვევას სწავლობს რეგულირების სააგენტო, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, ვაანალიზებთ პროცესს. ჩვენი მხრიდან არის სრული თანამშრომლობა, ვაძლევთ ყველა ინფორმაციას.

გაწერა აბსოლუტურად სტანდარტის მიხედვით მოხდა. მანდ უცნაური არაფერი არ არის. ეს მიღებული სტანდარტია და ასე ეწერებიან ასეთი პაციენტები. რაც შეეხება დანარჩენს, ეს არის მხოლოდ თეორიები, რომლის შესახებაც მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შეიძლება მსჯელობა. მას ყველანაირი კვლევა ჩაუტარდა, გაწერის წინ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია”, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები