კუს ტბის საბაგირო მგზავრებს მომდევნო ორი დღის განმავლობაში ვერ მოემსახურება
კუს ტბის საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით, 10 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით ვერ მოემსახურება, – ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
კუს ტბა საბაგიროს მგზავრთა მომსახურებას 13 ივლისს, ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.