მარიამ ქვრივიშვილი – ქართულ სტუმარმასპინძლობაზე, უსაფრთხოებასა და უნიკალურ ტურისტულ მიმართულებებზე მალე მილიონობით ტურისტი შეიტყობს

„მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა BusinessTraveller ჩვენი მოწვევით საქართველოში იმყოფება – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი Facebook-ის გვერდზე წერს.

მისი თქმით, ქართულ სტუმარმასპინძლობაზე, უსაფრთხოებასა და უნიკალურ ტურისტულ მიმართულებებზე მალე მილიონობით ტურისტი შეიტყობს.

„მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა BusinessTraveller ჩვენი მოწვევით საქართველოში იმყოფება! ქართულ სტუმარმასპინძლობაზე, უსაფრთხოებასა და უნიკალურ ტურისტულ მიმართულებებზე მალე მილიონობით ტურისტი შეიტყობს!
მსგავსი პროექტები მოკლე ვადაში განხორციელდება პოლონეთიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან!“ – წერს მარიამ ქვრივიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები