უხვი ნალექის გამო დედაქალაქში რამდენიმე ქუჩა  დაიტბორა

დედაქალაქში უხვი ნალექის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში 40-მდე შეტყობინება შევიდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, თითოეულ შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირება ჰქონდათ.

წვიმის გამო, დედაქალაქში დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა შეექმნათ.

რამდენიმე მოსახლეს სახლის პირველი სართულები დაეტბორა წყნეთშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები