“მოსამართლეების შერჩევის პროცესში პარლამენტი იმ პროცედურებისა და ვალდებულებების შესრულებას უნდა მიჰყვეს, რომელიც მას აკისრია”
პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში პარლამენტი იმ პროცედურებისა და ვალდებულებების შესრულებას უნდა მიჰყვეს, რომელიც მას აკისრია.
„პარლამენტი იმ პროცედურებს, დადგენილ წესსა და იმ ვალდებულებების შესრულებას უნდა მიჰყვეს, რომელიც მას აკისრია. ნებისმიერი მსგავსი წესის ცვლილება ან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური პარტიების მიერ უნდა მოხდეს. ამიტომ, პარლამენტი გააგრძელებს პროცესს, ვიდრე სხვაგვარად არ იქნება გადაწყვეტილი ისევ პარლამენტის წევრების მიერ. მოსამართლეების შერჩევის პროცესი დაწყებულია, საკითხი ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა, ვნახოთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე წარიმართება პროცესი“, – განაცხადა კუჭავამ.