პროცესები, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, უნდა წარიმართოს ისე, რომ მე მიკერძოებული არ ვიყო.
როგორც თავმჯდომარე, პასუხისმგებელი ვარ რეგლამენტით და კანონით განსაზღვრული პროცედურები ზუსტად წარიმართოს და ყველა მხარეს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა განახორციელოს თავისი უფლებამოსილება პარლამენტში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, მას არასდროს მორიდებია რომ განსხვავებული პოზიცია დაეფიქსირებინა. „ნამდვილად იყო შემთხვევები წინა პარლამენტში, როცა მე განსხვავებული აზრი არასდროს მომრიდებია, რომ დამეფიქსირებინა.
პროცესები, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, უნდა წარიმართოს ისე, რომ მე მიკერძოებული არ ვიყო ვინმეს მხრიდან, მე, როგორც თავმჯდომარე, პასუხისმგებელი ვარ რეგლამენტით და კანონით განსაზღვრული პროცედურები ზუსტად წარიმართოს და ყველა მხარეს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა თავისი უფლებამოსილება განახორციელოს პარლამენტში. ამ კუთხით, თუ სადმე კითხვის ნიშანი გაჩნდება, მზად ვარ ეს საკითხი მივიღო, უშეცდომო არავინაა, შეიძლება გარკვეული შეცდომაც დაფიქსირდეს, მაგრამ მთავარი არის ის მზაობა, რომელიც მაქვს და ყველაფერ ამას შევძლებთ დროში და საქმით დავადასტუროს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.