არჩილ თალაკვაძე – ოპოზიციას: დღეს ხომ დარწმუნდით, რას ნიშნავს დემოკრატია და, სულ მცირე, დასავლური არ არის, რომ ოპოზიციას არ უნდა, იყოს ოპოზიცია
“დღეს ხომ დარწმუნდით, რას ნიშნავს დემოკრატია”, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში ოპოზიციას.
მისივე თქმით, დასავლური არ არის, რომ ოპოზიციას არ სურს, იყოს ოპოზიცია.
„ანუ ამ 2-3 წელიწადში რამდენჯერაც მოვიდა პრემიერმინისტრი პარლამენტში, მოვუსმინეთ და ანგარიშვალდებულება დააფიქსირა პარლამენტის წინაშე, აღემატება ჯამურად წინა 15 წლის განმავლობაში მოსვლის რაოდენობას, თქვენ რომ იყავით ხელისუფლებაში, ვინც შეცვალეთ, ისინიც რომ იყვნენ და მაშინ რაც სახელმწიფოს მეთაურები საერთოდ მოსულან პარლამენტში და კითხვებზე პასუხები გაუციათ.
აი, ზუსტად ეს რეფორმები გავაკეთეთ ჩვენ. ასე შევცვალეთ კონსტიტუცია, რეგლამენტი. თქვენ მაშინაც მხარი არ დაუჭირეთ, შემდეგაც ცდილობდით, რომ საბოტაჟში დარჩენილიყავით. ვერ გავიგეთ რატომ. დღეს ხომ დარწმუნდით, რას ნიშნავს დემოკრატია და მონაწილეობა და სულ მცირე, დასავლური არ არის, რომ ოპოზიციას არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.