ირაკლი ღარიბაშვილი: იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ რეჟიმში ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან თანამშრომლობას
“მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საპარლამენტო უმრავლესობას, ჩვენი პარტიის თავჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს, თითოეულ დეპუტატს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან თანამშრომლობა კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდება.
„მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საპარლამენტო უმრავლესობას, ჩვენი პარტიის თავჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს, ბატონ თავჯდომარეს, თითოეულ დეპუტატს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ რეჟიმში ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან თანამშრომლობას. მთავრობა მზად არის, რომ ღიად გააგრძელოს მუშაობა თქვენთან ერთად იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ დღევანდელი მძიმე მდგომარეობა.
ჩვენი მთავარი ხედვა რაც არის ინფრასტრუქტურის მიმართულებით, სოფლის მეურნეობის, იქნება ეს ეკონომიკის მიმართულებით, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, ქართული ჯარის გაძლიერებისა და განვითარების, პოლიციის გაძლიერების თუ ყველა მიმართულებით, ემსახურება იმას, რომ 2030 წელს და ეს არცთუ ისე შორს არის, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში გავიდა სულ რაღაც 8 წელი, 8-9 წელი გავიდა.
როდესაც ჩვენ გვაკრიტიკებენ ოპონენტები, მე მინდა, მათ შევახსენო, არ არსებობს ნორმალური სახელმწიფო, რომელიც არ იხედება შორს და არ გეგმავს, არ აქვს გრძელვადიანი განვითარების ხედვა.
კიდევ ერთხელ, მე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და გისურვოთ მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცდა პრემიერმინისტრმა.