ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში იმყოფება
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში იმყოფება. ინფორმაციასა და ფოტოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
ნინო ლომჯარია პანსიონში 2018 წლის შემდეგ პირველად ჩავიდა.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელ მეუფე იაკობსა და ნინო ლომჯარიას შორის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგაც, ნინო ლომჯარიამ მედიას განუცხადა, რომ პანსიონში ერთობლივად ჩასვლა იგეგმებოდა.