ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა მუშაობა დაასრულა

„ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის” თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მოკვლევის საბოლოო ანგარიშის პროექტი განიხილეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებულმა მოკვლევის ჯგუფმა, ზეპირი მოსმენებისა და შესაბამისი კვლევების საფუძველზე, მიგნებებისა და რეკომენდაციების პროექტი შეიმუშავა. დოკუმენტი შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს დაეგზავნებათ.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, ახალგაზრდების დასაქმების საკითხი კომპლექსური პროცესია და იგი სისტემურ მიდგომებს საჭიროებს.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, შემუშავებული რეკომენდაციები სრულფასოვნად შესრულდეს, მათი მიმდინარეობის პროცესი კი კომიტეტის მონიტორინგის ქვეშ განხორციელდება.
„ახალგაზრდობის დასაქმების ხელშეწყობის” თემატური მოკვლევის ანგარიში პარლამენტის ბიუროს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს წარედგინება. თემატური მოკვლევა ევროკავშირისა (EU) და გაერო,ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით ხორციელდება, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები