ლევან დოლიძე: მივესალმები საქართველოს წვლილს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტყვეების საკითხზე შეთანხმების მიღწევაში

“მივესალმები საქართველოს წვლილს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტყვეების საკითხზე შეთანხმების მიღწევაში”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრი ლევან დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს პოლიტიკა რეგიონში ხელს უწყობდეს პარტნიორებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაძლიერებას.

“მივესალმები საქართველოს წვლილს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტყვეების საკითხზე შეთანხმების მიღწევაში. მნიშვნელოვანია, საქართველოს პოლიტიკა რეგიონში ხელს უწყობდეს პარტნიორებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაძლიერებას და საქართველოს, როგორც სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშემწყობი ქვეყნის როლის გამოკვეთას”,- წერს დოლიძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები