“აპრილში ეკონომიკის 44.8-პროცენტიანი ზრდის შემდეგ, მთავრობამ წლიური მშპ-ს პროგნოზი 6.5 პროცენტამდე გაიზარდა” – ნიკოლოზ მჭედლიშვილი

„არ გამართლდა ოპოზიციის არცერთი პროგნოზი. გაზაფხულზე ეკონომიკურ კრიზისს ელოდებოდდნენ და ხალხის მიერ “რევოლუციის მოწყობას”. თუმცა, სახეზე გვაქვს ეკონომიკის ზრდა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზზე გაცილებით მეტია,“ – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის აპრილში ეკონომიკური ზრდის წინასწარ მაჩვენებელს.

აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 2020 წლის აპრილთან შედარებით 44.8 პროცენტი შეადგინა, პირველი ოთხი თვის ზრდა კი 8.1 პროცენტია. ექსპერტის განცხადებით, ეს ტენდენცია მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად გამოდის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან.
“როგორც ჩანს, წლის მეორე ნახევარი ბევრ პოზიტიურ სიურპრიზს შემოგვთავაზებს. დღეს გამოცხადებული აპრილის მშპ-ს 44.8-პროცენტიანი ზრდის შემდეგ, მთავრობა ზრდის წლიური მშპ-ს პროგნოზს 6.5 პროცენტანდმე ადრე გაცხადებული 4.4 პროცენტიდან. თუმცა, სიურპრიზები შეიძლება, გაგრძელდეს მოგვიანებით, და 2021 წლის შედეგების მიხედვით ეკონომიკის ორნიშნა ზრდაც კი მივიღოთ ოპტიმისტური სცენარით. ქვეყანას სჭირდება პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფი გამოსვლა და ზრდის ზონაში დაბრუნება,” – განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა. მისი თქმით, კარგია, რომ ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი მხოლოდ ერთი დარგი არ არის და ზრდა დარგების მიხედვით საკმაოდ დივერსიფიცირებულია.
„ჩემი აზრით, პოლიტიკური არასტაბილურობაც გადაგორდა, დებატებმა პარლამენტში გადაინაცვლა, გამოჩნდა “ნამოხვანის” კრიზისის გადაჭრის გზებიც და 2021 წლის მეორე ნახევარში ქვეყანამ უნდა მოიშოროს საბოლოოდ პანდემიის გავლენა და თვით პანდემიაც,“ – განაცხადა ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები