ლაშა ხუციშვილი: 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 6.5 პროცენტი იქნება, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს წინა პროგნოზებს

 

ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება 6.5 პროცენტი, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს წინა პროგნოზებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, მცირდება ბიუჯეტის დეფიციტი 7.1 პროცენტამდე დღეს არსებული 7.6 პროცენტიდან.

„ბოლო პერიოდში ვხედავთ ძალიან პოზიტიურ დინამიკას. ეს ჯერ კიდევ მარტში გამოჩნდა, როდესაც დაფიქსირდა 4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა პირველად პანდემიის დაწყებიდან. პროგნოზებს წარვადგენთ 3 სცენარით – საბაზისო, პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარებით. წინა პროგნოზებით შემუშავებული საბაზისო სცენარი განსაზღვრულია, როგორც მიმდინარე პესიმისტური სცენარი. რაც შეეხება საბაზისო, ანუ მთავარ სცენარს – ჩვენი განახლებული პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება 6.5 პროცენტი, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს წინა პროგნოზებს. 2022 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იქნება ასევე მაღალი – 6.9%.

როგორც მოგახსენეთ, ჩვენი პროგნოზები მოიცავს ასევე ოპტიმისტურ სცენარს, რომლის მიხედვითაც 2021 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნა დონეზე და სავსებით შესაძლებელია, რომ ეკონომიკური აქტივობა სწორედ ოპტიმისტური სცენარით განვითარდეს.

აღნიშნული სცენარი ითვალისწინებს მიმდინარე წელს ტურიზმის უფრო სწრაფ აღდგენას – კონკრეტულად 2019 წლის 40-45 პროცენტის დონეზე. იგი ასევე ითვალისწინებს ეკონომიკის დინამიურ ზრდას ეკონომიკის სხვა სექტორებშიც. ამის აშკარა ნიშნები ჩვენ გვაქვს აპრილის თვის მონაცემებში, სადაც ეკონომიკა თითქმის 45 პროცენტით გაიზარდა და აღნიშნული ზრდა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორზე გადანაწილდა”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები