ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა გადაიდო

ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ დღეს პარლამენტის ამნისტიის შესახებ კანონს პირველი მოსმენით დღეს არ განიხილავს და ხუთშაბათს კიდევ ერთი შეხვედრა დაიგეგმა.

„შევთანხმდით იმაზე, რომ დღეს ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭი აღარ ეყრება და ამ საკითხთან კონსულტაციას გავაგრძელებთ პირველივე სამუშაო დღეს, ხუთშაბათს“, – განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა, ლევან იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები