ანრი ოხანაშვილი: შევთანხმდით, რომ აუცილებლად გავიტანთ ამნისტიის საკითხს ამ კვირაში
“შევთანხმდით, რომ აუცილებლად გავიტანთ ამნისტიის საკითხს ამ კვირაში”, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხუთშაბათსაა დაგეგმილი კიდევ ერთი შეხვედრა.
„დღეს არ არის პანაცეა, რომ გავიტანოთ ეს საკითხი, თუმცა, შევთანხმდით იმაზე, რომ აუცილებლად გავიტანთ ამ კვირაში. სწორება კეთდება ხუთშაბათზე, თუმცა, ვიდრე გავიტანთ ამ საკითხს, ხუთშაბათსვე გვაქვს დაგეგმილი კიდევ ერთი შეხვედრა. ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები, ოპოზიციას სურს, რომ მათი მოსაზრებები კიდევ ერთხელ მოვისმინოთ და დავფიქრდეთ ამაზე“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.