დღეიდან 7 ივნისამდე საზღვარგარეთ მყოფი, საქართველოს მოქალაქეები პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებენ, ბიომეტრიულ პასპორტს კი − ნახევარ ფასად (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინიციატივით, დიასპორის დღესთან დაკავშირებით, 24 მაისიდან 7 ივნისამდე, სპეციალური აქციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მყოფი, საქართველოს მოქალაქეები პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებენ, ბიომეტრიულ პასპორტს კი − ნახევარ ფასად.

“ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა”, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები