არჩილ თალაკვაძე: ამნისტია უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რათა მხარეებმა დახურონ პოლიტიკური ისტორიის ეს ფურცელი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ამნისტიის პროექტი უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ მხარეებმა დახურონ პოლიტიკური ისტორიის ფურცელი, რომელიც ყველაზე დიდი დაპირისპირების საგანი იყო.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის მიერ ინიცირებული პროექტი აღნიშნულ მიზნებს არ პასუხობს.

“პროექტი, რომელიც მომზადდა ჩვენ მიერ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებით, რასაკვირველია, მთლიანად არის თანხვედრაში და იზიარებს იმ სულისკვეთებასა და პრინციპებს, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმებაში გახლავთ მოცემული. მთავარი საკითხი გახლავთ, რომ ამნისტია უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რათა მხარეებმა დახურონ პოლიტიკური ისტორიის ფურცელი, რომელიც ყველაზე დიდი დაპირისპირების საგანი იყო და ამით ხელი შეუწყონ მომავალზე ორიენტირებულ პოლიტიკას. ვერსია, რომელზეც ოპონენტები საუბრობდნენ, ეწინააღმდეგება ამ სულისკვეთებას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები