“მსოფლიო გეოპოლიტიკაში უახლოესი ორი-სამი წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ძვრებს ველოდები”
“მსოფლიო გეოპოლიტიკაში უახლოესი ორი-სამი წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანეს პოლიტიკუ
რ ძვრებს ველოდები”,- ამის შესახებ ისტორიკოსი და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ვაჟა შუბითიძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, დასავლეთი და რუსეთი არ მისცემენ თურქეთს ბათუმისა და აჭარის ოკუპაციის საშუალებას.
“ყარსის ზავი უკანონოა, რადგან არ გამოხატავს არც ქართველი, არც სომეხი და არც აზერბაიჯანელი ხალხის ნებას. მაგრამ ეს ზავი ამავე დროს არის ანაქრონიზმიც, რადგან მისი საშუალებით თურქეთი საქართველოს ვერაფერს დააკლებს. რაც გინდა, პრესკონფერენციები ატაროს ერდოღანმა და იძახოს, რომ “ბათუმი მათ გულებშია”, დასავლეთი და რუსეთი არ მისცემენ თურქეთს ბათუმისა და აჭარის ოკუპაციის საშუალებას.
დასავლეთისა და რუსეთის ინტერესი თურქეთის საკითხში ერთმანეთს ემთხვევა, ხოლო ერდოღანმა და პუტინმა რაც გინდა კოცნონ ერთმანეთს, რუსისა და თურქის ინტერესების თანხვედრა წარმოუდგენელია, რადგან ორივეს სურს კავკასია თავისი იყოს. თურქეთი ამ ბოლო დროს, ისე თავხედურად ექცევა ამერიკას, არ გამოვრიცხავ შეერთებული შტატები და დასავლეთი რუსეთს გაურიგდნენ და თურქეთი გადაინაწილონ.
მსოფლიო გეოპოლიტიკაში უახლოესი ორი-სამი წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ძვრებს ველოდები და არ გამიკვირდება, თუ რუსეთი თავისი გეოსტრატეგიული ინტერესების უზრუნველსაყოფად გეორგიევსკის ტრაქტატსაც მოიშველიებს. ალბათ, დამეთანხმებით, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის ერთ-ერთი მუხლის თანახმად, რუსეთი ვალდებულია, თურქეთის მიერ მიტაცებული ქართული მიწები გაათავისუფლოს და საქართველოს დაუბრუნოს. ცნობილია, რომ ეს მუხლი კრემლში გაზეპირებული აქვთ…
1829 წლის ანდრიანოპოლის ზავითა და 1878 წლის ბერლინის კონგრესით რუსეთმა საქართველოს დაუბრუნა მთელი რიგი ტერიტორიები, მათ შორის აჭარა ბათუმითურთ, მაგრამ დასაბრუნებელი დარჩა ტაო-კლარჯეთი. ასე, რომ რუსეთი ჩვენთან ვალშია და არავინ იცის, როდის აამოქმედებს გეორგიევსკის ტრაქტატის იმ მუხლს, რომელიც თურქეთისთვის სასიკვდილო განაჩენია.
ბათუმში თურქეთის ინტერესები გამოკვეთილია, მაგრამ ამერიკა და ევროპა საქართველოში თურქეთის ხელების ფათურს არ დაუშვებენ, ამას არც რუსეთი დაუშვებს, რადგან თუ თურქეთი საქართველოში ჩაბუდდა, მაშინ ის რუსეთს მთელ კავკასიას შეეცილება, რასაც კრემლი აცნობიერებს.
მოსკოვი ატომურ ბომბს გამოიყენებს და თურქეთს ბათუმს არ დაუთმობს… შავი ზღვა ამერიკისთვის სტრატეგიული ინტერესების სფეროა… არ გამოვრიცხავ უახლოეს მომავალში სწორედ ამერიკის ზეწოლით გადაიხედოს 1936 წელს გაფორმებული მონტრეს კონვენცია, რომლის ძალითაც იმ სახელმწიფოებს, რომლებიც შავიზღვისპირა ქვეყნებს არ მიეკუთვნებიან, 21 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში შავ ზღვაზე ხომალდების გაჩერება ეკრძალებათ. ამ კონვენციით, თურქეთი სრულყოფილად ვერ სარგებლობს, ამიტომ ახლა ბოსფორის სრუტეში გაჰყავთ ახალი არხი მხოლოდ საკუთარი გემებისთვის, აი, ასეთი ამბიციური გეგმები აქვს თურქეთს, მაგრამ მერწმუნეთ, მის გეგმებს სერიოზული გამოცდა ელის. რადგან თურქეთის სახელმწიფო კურსი დასავლეთისა და რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ერთი სიტყვით, იქმნება ძალიან ხელსაყრელი პირობები იმისათვის, რომ, ასე თუ გაგრძელდება, რუსეთმა და დასავლეთმა თურქეთი გადაინაწილონ.
რაც შეეხება აფხაზეთს, იქ სომხების გავლენა დღითიდღე ძლიერდება. საქართველომ სომხეთს გასაგებად უნდა აუხსნას, რომ რაც დღეს აფხაზეთში ხდება და რასაც სომხები გვიკეთებენ, ეს არის საქართველოს მტრობა და ხანჯლის ზურგში ჩაცემა. საქართველოს აქვს როგორც სომხეთზე, ისე აზერბაიჯანზე ზემოქმედების ბერკეტები. სომხეთი ჩვენს გარეშე ცეცხლის რკალშია მოქცეული, ხოლო აზერბაიჯანის ენერგომატარებლებმა თუ ჩვენზე არ გაიარა, ალიევი თავის ნავთობს ვერსად გაყიდის.
უახლოეს 20-25 წელიწადში აზერბაიჯანს ნავთობრესურსის მარაგი ამოეწურება და მისი ეკონომიკა, რომელიც მხოლოდ ნავთობზეა ჩამოკიდებული, დაინგრევა”, – განაცხადა შუბითიძემ.