ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი დავით გიორგაძე ახალგაზრდული პროექტის – “მე, ოჯახი, სახელმწიფო” პრეზენტაციას დაესწრო
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი დავით გიორგაძე ახალგაზრდული პროექტის – “მე, ოჯახი, სახელმწიფო” პრეზენტაციას დაესწრო.
სიტყვით გამოსვლისას დავით გიორგაძემ ახალგაზრდული პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ჟვანიას სკოლა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების სახელმწიფო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა; საქართველოს პარლამენტის წევრმა ზურაბ ქადაგიძემ; საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა.