ოკუპანტები თამარაშენი-ღოღეთის მონაკვეთზე გამოჩნდნენ
ქარელის მუნიციპალიტეტში, თამარაშენი-ღოღეთის მონაკვეთზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ.
ოკუპანტებმა ადგილზე გუშინ ხის ძელები დაამონტაჟეს.
ინფორმაცია “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.