არჩილ თალაკვაძე: ჩვენ არ გვექნება კრიტიკული შეფასება, თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს
“ჩვენ არ დავაფიქსირებთ კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მთელი საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რას წარმოადგენს გიორგი რურუას სისხლისსამართლებრივი საქმე. ის არ არის პოლიტიკოსი, არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც შეუძლია, გავლენა იქონიოს საარჩევნო ან პოლიტიკურ პროცესზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვექნება კრიტიკული შეფასება, თუ პრეზიდენტი მას შეიწყალებს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.