არჩილ თალაკვაძე: მადლობა ჩვენს სამხედროებს, რომლებმაც დასავლელი პარტნიორების მხარდამხარ ღირსეულად იმსახურეს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში

“მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც დასავლელი პარტნიორების მხარდამხარ ღირსეულად იმსახურეს მსოფლიოს ამ ყველაზე ცხელ წერტილში – ავღანეთში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე „ფეისბუქზე“ წერს.

“ნატო-ს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის სექტემბრამდე ეტაპობრივად დასრულდება ავღანეთის მისია. ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც მსახურობენ ამ მისიის ფარგლებში, ნატო-სთან შეთანხმებული განრიგით ასევე დატოვებენ ავღანეთს და სამშობლოში დაბრუნდებიან.

მადლობას ვუხდი  ჩვენს ყველა  სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც დასავლელი პარტნიორების მხარდამხარ ღირსეულად იმსახურეს მსოფლიოს ამ ყველაზე ცხელ წერტილში.

განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს საქართველოსა და მსოფლიოში მშვიდობის დასაცავად”, – წერს თალაკვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები