ხანძარი ახმეტაში – დაიწვა სახლის ნაწილი და სასახლე, სადაც ცხედარი ესვენა

ახმეტაში საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სახლის მეორე სართულზე გარდაცვლილი იყო დასვენებული, ხოლო ცეცხლი, სავარაუდოდ, ე.წ. სასახლესთან ანთებული სანთლისგან გააჩნდა და სწრაფად გავრცელდა. შედეგად დაიწვა სახლის ნაწილი და სასახლე, სადაც ცხედარი ესვენა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო 5  სახანძრო – სამაშველო ბრიგადა. მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები