ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა კომპაკ სპორტინგს მეექვსედ უმასპინძლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა კომპაკ სპორტინგს უკვე მეექვსედ უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მსროლელები. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
“ღონისძიებაში ამჯერად მონაწილეობა 80-მა სპორტსმენმა მიიღო.
სპორტინგი მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სპორტინგ ფედერაციის უშუალო მხარდაჭერით განხორციელდა.
გამარჯვებულები მედლებით, სიგელებითა და თასებით ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა დააჯილდოვა”,- წერია ინფორმაციაში.