დიმიტრი ხუნდაძე: რისკი, რომ საბჭოს წევრებში იყოს ვირუსის გადაცემა, მცირეა
“ის, რომ დღეს პრემიერმინისტრი დაინფიცირდა, არის დასტური იმისა, რომ ვირუსმა არ იცის თანამდებობა, არ იცის გვარი, სახელი, ეთნოსი, წარმომავლობა, ასე რომ, სიფრთხილე გვმართებს ყველას”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.
მისი თქმით, რისკები, რომ საბჭოს წევრებში იყოს ვირუსის გადაცემა, ნაკლებია.
“ის, რომ დღეს პრემიერმინისტრი დაინფიცირდა, კიდევ არის დასტური იმისა, რომ ვირუსმა არ იცის თანამდებობა, არ იცის გვარი, სახელი, ეთნოსი, წარმომავლობა, ასე რომ, სიფრთხილე გვმართებს ყველას. რისკები, რომ თვითონ საბჭოს წევრებში იყოს გადაცემა, ნაკლებია. თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო დაკონკრეტდება კონტაქტების სიახლოვე. ერთია წესების დადგენა და მეორეა მისი დაცვა. ეს არის აუცილებელი. სწორედ ამიტომ, სამართალდამცველებს არაერთხელ უწევთ, რომ გამოიყენონ ადმინისტრაციული საჯარიმო სანქციები. რაც მეტად ჩამოვაცილებთ პოლიტიკას ამ პროცესს, ვფიქრობ, რომ უფრო გაადვილდება რეგულაციების დაცვაც”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.