ელისო ბოლქვაძე აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – ელისო ბოლქვაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში – ფაიგ გულიევს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების ახალ დინამიკასა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე კულტურული ურთიერთობების ახალ დინამიკაზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ ახალი პროექტები; დავგეგმეთ ძალიან საინტერესო ღონისძიებები როგორც აზერბაიჯანში, ასევე, საქართველოში. მალე ვეწვევით გარდაბანს, სადაც ახლაგახსნილ ფილიალს დავათვალიერებთ. გაღრმავდება ურთიერთობა ალიევის ფონდსა და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტს შორის სხვადასხვა პროექტით”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები