მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, თომას მიულმანს შეხვდა.

როგორც “კვირას” პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული ძალზე ნაყოფიერი ურთიერთობები როგორც ორმხრივ, ისე – მრავალმხრივ ფორმატებში.

მათივე ცნობით, კერძოდ, ხაზი გაესვა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის აქტიურ თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საპარლამენტთაშორისო, განვითარების და სამართალდაცვით სფეროებში. “ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დიპლომატიის გაღრმავებასა და ავსტრიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის მნიშვნელოვან გზაზე საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრისას ხაზი გაესვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალი სამიტისა და ამ პოლიტიკის მნიშვნელობას. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს. ავსტრიის ელჩმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების საკანონმდებლო ორგანოში ხილვა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ნაყოფიერი თანამშრომლობისა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს”, – აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები