“2020 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძალისხმევა მიმართული იყო დარღვევების პრევენციასა და სისტემური მიდგომების დამკვიდრებაზე”
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძალისხმევა მიმართული იყო დარღვევების პრევენციასა და სისტემური მიდგომების დამკვიდრებაზე.
მათივე ცნობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი დეპარტამენტები ჩამოყალიბდა სექტორების მიხედვით – საჯარო სექტორზე, კერძო სექტორსა და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტები;
“შემუშავდა პოტენციურად მაღალრისკიანი სფეროების იდენტიფიცირების კრიტერიუმები;
საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის მომზადდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის თვითშეფასების კითხვარი;
დაიწყო სტუდენტური პროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები“;
საზოგადოების ინფორმირებისა და შესაძლო რისკებისგან დაცვის მიზნით, მომზადდა და საქართველოს 14 ქალაქში მდებარე იუსტიციის სახლებში განთავსდა საინფორმაციო ბროშურები;
7 დიდ ქალაქში ჩატარდა შეხვედრები ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან;
გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებათა 2 კრებული – არასრულწლოვანთა მონაცემებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა დაცვის საკითხებზე;
საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე შემუშავდა რეკომენდაციები და საინფორმაციო დოკუმენტები;
წლის გამოწვევების შესაბამისად, ჯანდაცვის სექტორში მონაცემთა დამუშავებისა და ინტერნეტსივრცეში პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების საკითხებზე – მომზადდა ორი ვიდეო-ლექცია;
გაფორმდა მემორანდუმი უკრაინის პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო ორგანოსთან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.