ირაკლი კობახიძე: ვანო მაჭავარიანს მადლობას ვუხდი ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარმატებული მუშაობისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, ივანე მაჭავარიანის თანამდებობიდან გადადგომას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

კობახიძემ ივანე მაჭავარიანს მადლობა გადაუხადა ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარმატებული მუშაობისთვის და პანდემიის დროს საერთაშორისო ფინანსური დახმარების მობილიზებაში განსაკუთრებული წვლილისთვის.

“ვანო მაჭავარიანს მადლობას ვუხდი ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარმატებული მუშაობისთვის! ვანომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პანდემიის დროს საერთაშორისო ფინანსური დახმარების მობილიზებაში. ვუსურვებ წარმატებებს სამომავლო საქმიანობაში”, – წერს კობახიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები