მერია: კახა კალაძის მკურნალობის დინამიკა დადებითია და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს

თბილისის მერს, კახა კალაძეს დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ნეიროოტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ეკატერინე ხარხელის მიერ მას დაუდგინდა საბოლოო დიაგნოზი – იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია.

“დედაქალაქის მერი თავს უკეთ გრძნობს, მკურნალობის დინამიკა დადებითია.

კახა კალაძე აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში, მუშაობს დისტანციურად და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები