ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ნატო-ში გვქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი

“ჩვენ ნატო-ში გვქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა.

„კიდევ ერთხელ შეჯამდა ის პროგრესი, რომელსაც მივაღწიეთ ბოლო წლების განმავლობაში თავდაცვის მიმართულებით, უსაფრთხოების მიმართულებით. კიდევ ერთხელ აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ, ყველამ ერთად მივაღწიეთ. მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ პროცესში იყავით ჩართული და ყველა საჯარო მოხელეს კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები