ჯეიმს აპატურაი: პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა შემცირდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად, ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში
“დროული ვიზიტი და შეხვედრა გენერალურ მდივანთან პრემიერმინისტრ ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანის მხრიდან”, – ასე აფასებს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტს.
როგორც აპატურაი აღნიშნავს, ნატო მხარს უჭერს ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციას ორი გამორჩეული დიპლომატის ხელმძღვანელობით.
„დროული ვიზიტი და შეხვედრა გენერალურ მდივანთან პრემიერმინისტრ ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანის მხრიდან. ღია და კონსტრუქციული დისკუსიები საკითხთა ფართო სპექტრზე. როგორც ყოველთვის, ნატო მხარს უჭერს საქართველოს. ჩემი ძირითადი დასკვნები: რეგიონში სიტუაციის, კორონავირუსის კრიზისის, ასევე, რეფორმების გაგრძელების და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოს არ აქვს ხანგრძლივ პოლიტიკურ კრიზისზე დასაკარგი დრო. პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა შემცირდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად, ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში, რათა მან შეძლოს ნორმალური მუშაობა, ხოლო პარტიები უნდა შეთანხმდნენ პოლიტიკური პროცესში წინსვლის საერთო გზაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციას ორი გამორჩეული დიპლომატის ხელმძღვანელობით“, – აღნიშნავს ჯეიმს აპატურაი.