მიხეილ სააკაშვილი: ეგენი ვინ იცის და მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი იცის ყველამ
ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, არის ამორალური და იდიოტი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა მიხეილ სააკაშვილს მიმართა კითხვით, „ბოლო დროს იყო განცხადებები, როგორც ევროპარლამენტარებმა, ასევე იან კელიმაც განაცხადეს, რომ როდესაც საუბარია, რომ ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას და გავლენებს, იქვე იყო ნახსენები თქვენი სახელიც და გვარიც“.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ვიღაც გადამდგარი პირების აზრი არ აინტერესებს.
„მე სად ვიპოვი ხვალ და ზეგ იმ გადამდგარ პირებს. ჩვენ გვყავს უამრავი მეგობარი და უკაცრავად, მსოფლიოში გვარები რომ დაასახელეს, ეგენი ვინ იცის და მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი იცის ყველამ. ყველას შეუძლია, უყეფოს მზეს, მაგრამ ქარავანი მაინც უნდა მიდიოდეს. ქარავანი არის საქართველოს გადარჩენისთვის. საქართველო უნდა გადავარჩინოთ, საქართველო გვყავს გადასარჩენი და საერთოდ არ მაინტერესებს არავის აზრი. მაინტერესებს ქართველი ხალხის აზრი, მისი პერსპექტივებისა და ყოველთვის ასე ვიყავი მთელი ცხოვრება. ამიტომ, მივაღწიეთ იმ წარმატებებს, რომელსაც ცხოვრებაში მივაღწიეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.