ალეკო ელისაშვილი: წინსვლა გვაქვს – საუბარია შეთანხმების დოკუმენტზე

წინსვლა გვაქვს – საუბარია შეთანხმების დოკუმენტზე, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება.

„ძალიან სერიზოული დისკუსია იყო, დეტალებზე იყო ძალიან ბევრი საუბარი, პროგრესი არის. წინ წავიწიეთ, დეტალებზე ვიმუშავეთ, წინსვლა გვაქვს. ეს არის და ეს! ხვალ განვაგრძობთ შეხვედრას. საუბარია საერთო შეთანხმების დოკუმენტზე. რა საკითხებზეც ვიმუშავეთ, მხარეებს შორის პოზიციები დაახლოებულია. მე, ზოგადად, ოპტიმისტი ვარ და ვანახოთ, როგორ დასრულება, მალევე გაირკვევა ყველაფერი”,- განაცხადა ელისაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები