ხათუნა სამნიძე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ – გვაქვს პროგრესი
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის კონსულტაციები ხვალ, 18 მარტსაც შეგდება.
როგორც სამნიძემ განაცხადა, დისკუსია მიმდინარეობდა ყველა პუნქტზე და საუბარი საკმაოდ რთული იყო.
„დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო, მნიშნველოვანი, რთული საუბარი და დისკუსია ყველაფერზე. გვაქვს პროგრესი, მაგრამ არ შეიძლება ვისაუბრობთ არაფერზე კონკრეტულზე. ძალიან რთული იყო ყველა საკითხის განხილვა, ხვალ გრძელდება ეს მოლაპარაკებები. როგორც იცით, შეხვედრა ორმხრივი იყო, ორივე მხარე ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს პოზიციებს, ყველაფერზე იყო საუბარი, ყველა პუნქტზე. შეთანხმება მოხდება, როცა ყველა პუნქტზე შევთანხმდებით, ეს არის მიზანი.