გიგა ბოკერია: მოლაპარაკებები იყო ძალიან მძიმე და რთული

მოლაპარაკებები იყო ძალიან მძიმე და რთული, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამბობს, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებები ხვალაც გაგრძელდება.

ყველა საკითხზე გართულებულია მოლაპარაკება. იმ მომენტში, როცა შედგება ეს შეთანხმება, საზოგადოება გაიგებს. ჩვენი ვალია დემოკრატიული ოპოზიციის ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ. ხვალინდელის ამბავს გავიგებთ ხვალ, – ამბობს ბოკერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები