იენს სტოლტენბერგი: ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს ბუქარესტში, 2008 წელს, მყარად ვართ ერთგულები ამ გადაწყვეტილების და ვაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების კუთხით
“ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს ბუქარესტში, 2008 წელს, მყარად ვართ ერთგულები ამ გადაწყვეტილების და ვაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების კუთხით”, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია ბუქარესტში, 2008 წელს და ალიანსი მყარად არის ამ გადაწყვეტილების ერთგული და აგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების კუთხით.
„ჩვენ ვაფასებთ მჭიდრო პარტნიორობას ნატო-სა და საქართველოს შორის და ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს საქართველოს ძალისხმევას, რომ განახორციელოს რეფორმები და ვაგრძელებთ როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის უზრუნველყოფას. მოკავშირეები დგანან ამ მკაფიო გზავნილის გვერდით. ყველა მოკავშირეს ვთხოვ, ქვეყნისადმი პრაქტიკული მხარდაჭერა გამოხატონ. ასევე მყარად მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს საკუთარი რეფორმების განხორციელება, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ამ მიზანს. ეს იყო კიდეც ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მე ვისაუბრე პრემიერმინისტრთან. ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს ბუქარესტში, 2008 წელს და მყარად ვართ ერთგულები ამ იდეის და გადაწყვეტილების და ვაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების კუთხით”, – განაცხადა იენს სტოლტენგებრმა.