“ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ ოპოზიციასთან ერთად საერთო ენისა და გამოსავლის ძიების გაგრძელებისკენ”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები წუხილს იწვევს.
„საქართველოში ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები წუხილს იწვევს. ნატო მოელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს ბოლო წლების დიდი მუშაობის შედეგად დამკვიდრებულ დემოკრატიულ სტანდარტებს. ამაში შედის პოლიტიკური უთანხმოების დიალოგის გზით გადაწყვეტა და საზოგადოებაში განხეთქილების გამომწვევი რიტორიკისა და ქმედების არგამოყენება. ნატო მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციაციის ძალისხმევას. ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ ოპოზიციასთან ერთად საერთო ენისა და გამოსავლის ძიების გაგრძელებისკენ.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ელჩებისა და ევროკომისრების თანდასწრებით. საქართველო ჩვენთვის ნამდვილად ფასეული პარტნიორია და ვაფასებთ ამ პოლიტიკურ პარტნიორობას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.