შსს “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.
“დღეს, 13:00 საათზე, ქუთაისში, ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ იგეგმება მასშტაბური აქცია.
საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.