კაპიტონ ჟორჟოლიანი: რასაც ეს ადამიანები ადრე პოლიციისა და ძალოვანი უწყებების მეშვეობით აკეთებდენ, ამჟამად იმავეს ჟურნალისტური ეთიკისგან დაცლილი არხების მეშვეობით ახერხებენ

მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც “მთავარი არხის” ჟურნალისტის ქმედებას აფასებს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისი თქმით, ჟურნალისტმა ემა გოგიხიამ მის დას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

“მსურს, გამოვეხმაურო დესტრუქციული “მთავარი არხისა” და მისი ანგაჟირებული ჟურნალისტის, ემა გოგოხიას ზღვარგადასულ ქმედებებს, რომელმაც სისტემატიური ხასიათი მიიღო და გასცდა ყოველგვარ საზღვრებს.
ემა გოგოხია, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, სამზარეულოში შეუვარდა ჩემს დას, ექვსი შვილის დედას და ბავშვების თვალწინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს ადამიანი, მისი ხელმძღვანელი ყოფილი პროკურორის დავალებით, მსგავს პროვოკაციულ ქმედებებს მიმართავს.
ჩემმა ოჯახმა, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, გამოიარა ყველანაირი განსაცდელი და უბედურება. პოლიტიკური შეხედულებების გამო დაიჭირეს ჩემი ძმა, დავით ჟორჟოლიანი, რომელმაც უდანაშაულოდ ნაციონალური მოძრაობის საპატიმროში თითქმის ორი წელი გაატარა. 2012 წელს, არჩევნების წინ დამიჭირეს მეც და რომ არა არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება, მჯერა სისრულეში მოიყვანდენ ჩემი ფიზიკური განადგურების შესახებ საკმაოდ სერიოზულ მუქარებს.
მიუხედავად იმისა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა,, აღარ არის ხელისუფლების სათავეში, მე და ჩემი ოჯახის წევრებს წლების განმავლობაში კვლავ გვიწევს მათი ბინძური ცილისწამებისა და პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა. რასაც ეს ადამიანები ადრე პოლიციისა და ძალოვანი უწყებების მეშვეობით აკეთებდენ, ამჟამად იგივეს ჟურნალისტური ეთიკისგან დაცლილი არხების მეშვეობით ახერხებენ.
ვწუხვარ, რომ ემა გოგოხიამ მრავალწლიანი მცდელობების შემდეგ მაინც შეძლო ჩემი წყობრიდან გამოყვანა. ვფიქრობდი ნანახი და გამოცდილი მქონდა მთავარი არხის ყველა ბინძური და უღირსი მეთოდი, მაგრამ როდესაც ტელეფონზე მითხრეს, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა ჩემი და ემა გოგოხიას თავდასხმის შემდეგ, ვერ შევძელი თავის გაკონტროლება.
აქვე განვმარტავ, ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან განსხვავებით ჩემი ხელწერა არასდროს ყოფილა ძალადობა და მუქარა, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ვცდილობ ადამიანებს ჰუმანურობისკენ მოვუწოდო, ხოლო მუქარა და ამ მუქარის ასრულების სიმძიმე, როგორც გითხარით საკუთარ თავზე მრავალჯერ გამოვცადე. ნამდვილად არ ვუსურვებ არცერთ ჟურნალისტს და არც ემა გოგოხიას, ნახოს და საკუთარ თავზე გამოსცადოს ის, რაც მე და ჩემმა ოჯახმა გამოვიარეთ. რაც შეეხება თანხის შეთავაზებას, არის ძალიან დიდი სისულელე და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა”, – წერს ჟორჟოლიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები