მდინარაძე – მელიაზე: ყოველ წუთს მას საშუალება აქვს, დატოვოს საპატიმრო, ეს მხოლოდ მის მოქმედებასა და ნებაზეა დამოკიდებული

“ჩვენ უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ ქართული სახელმწიფოს ინტერესები იყოს პრიორიტეტული და ყველაზე მაღალ რეგისტრში აყვანილი და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის”, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ენმ-ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ნებისმიერ წუთს შეუძლია, დატოვოს საპატიმრო და ეს მელიას ქმედებაზეა დამოკიდებული.

“სახელმწიფოს ინტერესები ემთხვევა ყველაზე უფრო პრაგმატულ და კომპრომისულ წინადადებებს, რომლის შედეგი დიალოგი უნდა იყოს, რასაც არ აქვს ალტერნატივა. რაც შეეხება ნიკა მელიას – მარტივად შეგვიძლია, ვთქვათ, ყოველ წუთს მას საშუალება აქვს დატოვოს საპატიმრო, ეს მხოლოდ მის მოქმედებასა და ნებაზეა დამოკიდებული“, – აცხადებს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები