ზაალ ანჯაფარიძე – „ნაცმოძრაობამ“ და სააკაშვილმა დაიწყეს „შავი დღისთვის“ შემონახული ჩანაწერების გამოფენა, ემზადებიან „რევოლუციისთვის“ და რა რევოლუციაა, თუ ჯერ დეზინფორმაციით არ გაჟღინთე საზოგადოებრივი სივრცე

„ნაცმოძრაობამ“ და სააკაშვილმა დაიწყეს „შავი დღისთვის“ შემონახული ფარული ჩანაწერების გამოფენა, გამალებით ემზადებიან „რევოლუციისთვის“ და რა რევოლუციაა, თუ ჯერ დეზინფორმაციით არ გაჟღინთე საზოგადოებრივი სივრცე, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

„ნაცმოძრაობამ“ და სააკაშვილმა მათი მომსახურე ტელეარხებით, როგორც ჩანს, კონფლიქტის ახალი ფრონტი გახსნეს.

კერძოდ, დაიწყეს მათ დროს გაკეთებული და „შავი დღისთვის“ შემონახული ფარული ჩანაწერების კომპილაცია და გამოფენა, თითქოს ეს ახლა ხდება. ისინი ყასიდად საუბრობენ დიალოგსა და კომპრომისებზე, იძულებით გადადეს აქციები, სამაგიეროდ, ჩაანაცვლეს საინფორმაციო ომით და გასაგებია, რა მიზნითაც.

მოკლედ, გამალებით ემზადებიან „რევოლუციისათვის“ და რა რევოლუციაა, თუ ჯერ დეზინფორმაციით არ გაჟღინთე საზოგადოებრივი სივრცე“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები