გია ვოლსკი გავრცელებულ აუდიოჩანაწეზე – სამწუხაროა, რომ „ფეიკის“ მომზადებაში მონაწილეობენ ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებსაც გაცილებით საინტერესო სიუჟეტების მომზადება შეუძლიათ

2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტებია ამოღებული და შეკოწიწებული. წარმოიდგინეთ, რაიმე სერიოზული რომ ყოფილიყო, ჩაწერების დიდოსტატები რამდენჯერ გამოიყენებდნენ ამ თემას. ცუდ ვითარებას, რაც მათ ბუნაგში შეიქმნა, რასაკვირველია, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ჟურნალისტები მსგავსი სიუჟეტის მომზადებაში იღებენ მონაწილეობას.

„წარმოიდგინეთ სურათი, რომ ადამიანები, ვინც ბერას შეურაცხყოფას აყენებენ ან რატომ უნდა მიაყენონ ბერას შეურაცხყოფა, ანზორ ჩუბინიძის მიერ არიან დევნილები, ქუჩაში დასდევს, ხოცავს ან ფიზიკურად უსწორდება. დაახლოებით ეს არის შინაარსი, რაც გამოაქვეყნა წინსწრებით ერთ-ერთმა ტელევიზიამ. სამწუხაროა, რომ ამ „ფეიკ“ ინფორმაციას საზოგადოებაში ავრცელებენ, რათა ახალგაზრდები დაარწმუნონ, თითქოს მათ პერიოდში არც ქუჩაში ხოცავდნენ ხალხს, არც აწამებდნენ, რომ იქნება მეტი ახალგაზრდა მოიზიდონ იმ უაზრო აქციებზე, რომლებსაც ატარებენ და ეძახიან რაღაც დემოკრატიისთვის ბრძოლას. ეს არის შინაარსი, რასაც ჩვენ ვუყურებთ დღეს. სამწუხაროა, რომ ამ „ფეიკის“ მომზადებაში იღებენ მონაწილეობას ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებსაც კარიერა, ცხოვრება წინ აქვთ და გაცილებით საინტერესო სიუჟეტების მომზადებაც შეუძლიათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები