შალვა ნათელაშვილი – ეუთო/ოდირის დაღუპულია საქართველო, მათი კომისიები ჩამოდიან ფულის საკეთებლად, ფეხებზე კიდიათ დემოკრატიის განვითარება

დანაშაულებრივი დოკუმენტია, გამოსაძიებელია მაგის დამწერთა საქმიანობა, აქ რომ ჩამოვიდნენ, რომელ რესტორანში ქეიფობდნენ და რამდენი ანგარიში წავიდა მათ სახელზე ოფშორებში, – განაცხადა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

„საერთოდ, ეუთო/ოდირის დაღუპულია საქართველო. მათი კომისიები 30 წელია, დაკავებული არიან კორუფციით, აქ ჩამოდიან ფულის საკეთებლად. ამას აკეთებდნენ შევარდნაძესთან, ამას აკეთებდნენ სააკაშვილთან და ამას აკეთებ სუპერ მასშტაბში უკვე ივანიშვილთან. მათ საერთოდ ფეხებზე კიდიათ საქართველოში დემოკრატიის განვითარება და წერენ ისეთივე დასკვნებს, რასაც ადგენენ აზებაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, სამარცხვინოა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები