გიორგი ცუცქირიძე: მორიგი ფეიკ ნიუსების და სიცრუის მანქანის ტირაჟირება ასევე მიმართულია, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობის ჩაშლისაკენ, შავი არქივის გახსნით დაძაბოს ვითარება

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ეუთო/ოდირის  საქართველოში, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება.

როგორც ცუცქირიძე წერს, ამ მოხსენებით საბოლოოდ ქარწყლდება „ნაცოპოფლანგის” მითი არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე და ბოიკოტის საკითხსაც ყოველგვარ არგუმენტებს აცლებს.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2020 წლის მონიტორინგის ანგარიშის შემდეგ, სადაც აღნიშნულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, რადგან ის ჩატარდა ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით და ცალსახად, ნეგატურად არის მოხსენებული ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირება, როგორც “დემოკრატიის ძირის გამოთხრა”, დაადასტურა ახლა უკვე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშმაც, რომლის თანახმადაც – ევროსაბჭოს ️საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მონახულებულ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი იყო გამჭვირვალე და პროცედურები ძირითადად იყო დაცული.

ამ მოხსენებით საბოლოოდ ქარწყლდება „ნაცოპოფლანგის” მითი არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე და ბოიკოტის საკითხსაც ყოველგვარ არგუმენტებს აცლებს. ამასთან ერთად, ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციებიც არჩევნების ჩატარების გაუმჯობესებაზე და მათი ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებთან და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისაკენ, რაც თანხვედრაშია ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტისას შემოთავაზებულ შარლ მიშელის ვიზიტის სულისკვეთებასთან და 6 პუნქტიან გეგმაშია ასახული.

როგორც ჩანს ამ ფიასკოს და საერთაშორისო კრახის გადასაფარად,  ნაცები და მათთან აფილირებული მედია უკვე აანონსებს შანტაჟის და ბულინგის მორიგ კამპანიას, სააკაშვილის ავტოტრიტარული და დეჰუმანიზირებული რეჟიმის დროს გაკეთებული ფარული ჩანაწერების ეტაპობრივი გამოქვეყნებით.
ამ მორიგი ფეიკ ნიუსების და სიცრუის მანქანის ტირაჟირება ასევე მიმართულია, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობის ჩაშლისაკენ, შავი არქივის გახსნით დაძაბოს ვითარება ოპოზიციურ ფლანგზე და უნდობლობის გაჩენით ჩაშალოს მოლაპარაკებები 6 პუნქტიან გეგმაზე.
ამ ჩანაწერების გამოქვეყნებით, კიდევ ერთხელ ხდება ცხადი, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა დიდწილად სწორედ ამ ჩანაწერების შანტაჟით ახდენდა სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების მართვას, რომ ისინი არანაირ კომპემრომისზე არ დათანხმებულიყვნენ, ეს გრძელდება დღესაც, არანაირი კომპრომისი პლებისციტზეც კი!

რეალურად როდესაც ვერ ამტკიცებ არჩევნების გაყალბებას, პარლამენტში არშესვლის მიზეზიც სწორედ სააკაშვილის შავი არქივია!

დღეს უკვე ცხადზე უცხადესია, რომ ამ მასობრივი ფსიქოზის და მედიატერორის პირობებში ქვეყანა ვერ შედგება და ვერც ეკონომიკა განვითარდება ან რომელი სოლიდური ინვესტორი შემოვა თუ ერთხელ და სამუდამოდ არ აღიკვეთა ფარული ჩანაწერებით შანტაჟის მცდელობები.

არაფერი საერთო ამ სიძულვილის და ფაბრიკაციის პოლიტიკას არც სიტყვის თავისუფლებასთან და არც ჟურნალისტურ გამოძიებასთან არა აქვს!

კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ფეიქ-ნიუსის, სიცრუის და ცილისწამების ეს მანქანა უნდა შეჩერდეს, საკმაოდ დიდი ჯარიმები უნდა დაეკისროს ტელევიზიებს გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის!”,- წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები