გია აბაშიძე – ამ ჩანაწერების გამოქვეყნებით, სააკაშვილი ახსენებს და აშანტაჟებს სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებს, დასტურდება ოპოზიციის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ პარლამენტში არშესვლის მიზეზი სწორედ სააკაშვილის შავი არქივია

ქუჩაში დესტრუქცია, დროებითი კონსტრუქციულობა [შარლ მიშელთან], კვლავ დესტრუქცია, ვითომ მცირედი პაუზა და ახლა სააკაშვილის ბინძური შავი ყუთის გახსნა “ტვ პირველზე” მავნებელი და გოიმი ნოდარ მელაძის მეშვეობით – ესაა ამ ბოლო პერიოდის ნაცსექტის მოქმედების თანმიმდევრობა,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისი თქმით, ჩანაწერები, რომლებიც გამოაქვეყნა სააკაშვილის მარიონეტმა “ტვ პირველმა” შემაშფოთებელია რამდენიმე ასპექტით:

,,ეს არის მონტაჟით და ფაბრიკაციებით გაკეთებული [deepfake-ის ეპოქაში არაფერია გასაკვირი]; არის შანტაჟის და ბულინგის მორიგი გამოვლინება და აგრძელებს სამართალდამცავი სტრუქტურების დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობების ხაზს, რასაც ბოლო ხანებში ეწევიან დესტრუქციული ძალები და ნაცტელევიზიები.

ძებნილი სააკაშვილი შავი არქივის გახსნა ემსახურება დასავლელი პარტნიორების მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობის ჩაშლას. მიზანია ის, რომ როგორმე გაამწვავდეს ვითარება, გაღრმავდეს უნდობლობა და აღარ შედგეს მოლაპარაკება.ამ ჩანაწერების გამოქვეყნებით, სააკაშვილი ახსენებს და აშანტაჟებს სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებს, რომ მას ბევრი ჩანაწერი აქვს და მათზეც მოიპოვება ‘მასალები’. კვლავ დასტურდება ოპოზიციის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ პარლამენტში არშესვლის მიზეზი სწორედ სააკაშვილის შავი არქივია.

ცხადია, ამ სიყალბეზე დადუმდებიან შერჩევითად სახალხო დამცველი ლომჯარია, კოლექტიური ბაბუცა გიგაურები და ნაცების სხვა მარიონეტები. საზოგადოებამ კი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვითხოვოთ – აღიკვეთოს ფარული ჩანაწერებით შანტაჟის მცდელობები და სახელმწიფომ მკაცრი ზომები უნდა გაატაროს ამის წინააღმდეგ“,- წერს ანალიტიკოსი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები