არჩილ თალაკვაძე: საქართველომ მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება – ეს არის ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება

„საქართველომ მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება – ეს არის ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტმა დადგენილების პროექტის -„გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის” რატიფიცირება 82 ხმით მოახდინა.

„ადამიანის უფლებათა დამცველებს და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს ყველაზე კარგად მოეხსენებათ, თუ რას ნიშნავს ამ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის, ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მე იმედი მაქვს, რომ რეალურ ცხოვრებაში ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც სპეციალური საჭიროებები აქვს, ცხოვრებას ეს გადაწყვეტილება გააუმჯობესებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები