არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი მზადყოფნას გამოთქვამს, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მიზნით სექტორული განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩაერთოს

“პარლამენტი მზადყოფნას გამოთქვამს, სექტორული განვითარების იმ სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩაერთოს, რომელმაც უახლოეს პერიოდში კონკრეტულ სექტორებში სწრაფი ეკონომიკური აღდგენის შედეგი უნდა მოიტანოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის წარდგენილი უნდა იყოს პრობლემების მოგვარების კონკრეტული გზები.

„პარლამენტი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, სექტორული განვითარების იმ სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩაერთოს, რომელმაც უახლოეს პერიოდში კონკრეტულ სექტორებში სწრაფი ეკონომიკური აღდგენის შედეგი უნდა მოიტანოს. დღეს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში, პირველ ყოვლისა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა შედის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანებთან ერთად. ასევე, მნიშვნელოვანი პროექტების დამუშავება, მათი განხორციელება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის შემცირება. ეს ის საკითხებია, რაზეც ყველაზე მაღალი მოლოდინია ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. რა თქმა უნდა, მთავრობას აქვს სამთავრობო პროგრამა, თუმცა, მნიშნველოვანია, კიდევ ერთხელ გადავხედოთ შესაძლებლობებს, რაც სექტორების მიხედვით არსებობს. პანდემიამ უკლებლივ ყველა სექტორი დააზარალა. შესაბამისად, მათთან აქტიური დიალოგი და კომუნიკაცია არის საჭირო, რათა განვაახლოთ ინფორმაცია იმ საჭიროებებსა და პრობლემებზე, რაც ყველა მიმართულებით დგას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები