არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას ვურჩევ, დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაბრუნდეს პარლამენტში

“ოპოზიციას ვურჩევ, დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ქვეყანას გაძლიერება სჭირდება და არა – დესტაბილიზაცია.

„ოპოზიციას ვურჩევ, რომ დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ხალხის სამსახურს, დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში. ამ ვითარებიდან გამოსავლად მიმაჩნია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც საზოგადოების ნაწილმა აირჩია, ჩაერთოს პარლამენტის საქმიანობაში, დისკუსია პარლამენტში გადავიტანოთ და იქ ვიმუშაოთ იმ მთავარ საკითხებზე, რაც დღეს ქვეყანას აწუხებს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დეოკუპაციის პროცესი, განვაგრძოთ მუშაობა ეკონომიკური გამოწვევების მიმართულებით, მნიშვნელოვანია პანდემიური კრიზისის მართვა და სწრაფი ეკონომიკური აღდგენა. ახლა ქვეყანას სჭირდება გაძლიერება და არა – დესტაბილიზაცია და დაპირისპირება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები