გიგა ბოკერია: რაც ვთქვით, იმის გაკეთება მოუწევთ – ძალის გამოყენება

“ფორმალობები არსებითად არაფერს ცვლის, რადგან ქვეყნისთვის საზიანო კურსი აირჩიეს”, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ისინი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვისკენ მოუწოდებენ.

ბოკერიას თქმით, ხელისუფლების მიერ არჩეული გზა საბედისწეროა.

“ფორმალობები არსებითად არაფერს ცვლის,  რადგან ქვეყნისთვის საზიანო კურსი აირჩიეს, ჩემი აზრით, მათთვის საბედისწერო. ჩვენ რაც ვთქვით, იმის გაკეთება მოუწევთ – ძალის გამოყენება, აქ მყოფების, მათ შორის, მთელი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ეს არის გზა, რომელიც მათთვის სარისკოა და ეს ნამდვილად საბედისწერო აღმოჩნდება, არ მაქვს იმის წინაპირობა, რომ გონს მოვლენ”, – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები